პატრიარქის მოსაყდრემ სამების ტაძარში იქადაგა
პატრიარქის მოსაყდრემ სამების ტაძარში იქადაგა

სამების საკათედრო ტაძარში მეუფე შიომ საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.

პატრიარქის მოსაყდრემ სახარებიდან კეთილი სამარიტელის იგავზე ისაუბრა.

„განურჩევლად რელიგიისა, ეროვნებისა ყველას მიმართ ჩვენ უნდა ვიყოთ მოყვასი. უფლისთვის მთავარია ჩვენს გულში ჩავიხედოთ რომ არ იყოს გულცივობა, გულქვაობა, იყოს მოწყალება და სიყვარული. რამეთუ მოწყალებაა გზა ღვთისკენ. საუკუნო ცხოვრების ერთ-ერთი საწინდარია სამარიტელისებური თვისება მოწყალებისა. ჩვენ დღეს, ისე როგორც არასდროს, გვესაჭიროება ეს თვისება”,- ბრძანა პატრიარქის მოსაყდრემ.

​მეუფე შიო ბათუმში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასაც გამოეხმაურა.

პატრიარქის მოსაყდრის თქმით, სასულიერო პირები ლოცულობენ დაღუპულთა სულების მოსახსენებლად. მეუფემ დაღუპულთა ოჯახებს მხნეობა უსურვა.

ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე გიორგობის დღესასწაულზე დაასახელა.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდედ დადგენილია მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)“, –აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქი ბათუმში იმყოფება, სადაც სასულიერო პირებთან ერთად სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.