პატარკაციშვილმა „სამგურალთან“ კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა #1TVSPORT
პატარკაციშვილმა „სამგურალთან“ კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ კონტრაქტი კიდევ ერთ მოთამაშესთან, ომარ პატარკაციშვილთან გაახანგრძლივა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ომარ პატარკაციშვილმა „სამგურალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. 26 წლის ცენტრალურმა მცველმა ჩვენს კლუბთან ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა“, – წერია გუნდის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ომარ პატარკაციშვილი „სამგურალში“ 2020 წლიდან თამაშობს. მან, გუნდთან ერთად, პირველსავე სეზონში მოიპოვა ეროვნული ლიგის საგზური, ორჯერ გახდა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალისტი.

ომარ პატარკაციშვილი წყალტუბოს „სამგურალისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა და დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად მეტოქეთა კარში სამი გოლი გაიტანა.

მანამდე „სამგურალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივეს 26 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა დემურ ჩიხლაძემ და 31 წლის ფორვარდმა გიორგი ნიქაბაძემ.