პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ცნობით, ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გიორგი გახარია რამდენიმე დღეში გამოიკითხება
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ცნობით, ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გიორგი გახარია საგამოძიებო ორგანოში რამდენიმე დღეში გამოიკითხება.
ამასთან, პარტიის ცნობით, 16 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გადაუდებელი წესით განხორციელდა გიორგი გახარიას ტანსაცმლის ამოღება.
ცნობისთვის, 15 იანვარს ბათუმში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.