პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა“ თბილისის რვა მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები წარადგინა
პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა“ თბილისის რვა მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები წარადგინა

ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისის რვა მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები წარადგინა.

პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი ვაკის მაჟორიტარის მანდატისთვის იბრძოლებს.

მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი იქნება.

ლევან გოგიჩაიშვილი საბურთალოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, კვლავაც იბრძოლებს საბურთალოს მაჟორიტარული მანდატისთვის.

დიდუბე-ჩუღურეთის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია გედევან ფოფხაძე.

ისანში კენჭს იყრის რეჟისორი და მკვლევარი, მეცნიერების პოპულარიზაციის ფონდ NOVA-ს დამფუძნებელი რამაზ ბლუაშვილი.

ნაძალადევში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება იურისტი, ადვოკატთა ასოციაციის წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს იურისტები სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელი ზვიად თავაძე.

გლდანის მაჟორიტარული მანდატისათვის იბრძოლებს ლაშა გიორგაძე – პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, სამოქალაქო აქტივისტი, „საქართველოს მედიაკლუბი – თავისუფლებისათვის“ თანადამფუძნებელი, იურისტი და ჟურნალისტი.

სამგორის საარჩევნო ოლქში კი პარტიამ წარადგინა ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რიჟამაძე.