პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა [ფოტო/ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაკავებულია მოძრაობა „სირცხვილიას“ რამდენიმე აქტივისტი.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე შეხლა-შემოხლა მოხდა.

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებს სურდათ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშა შეეტანათ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ამასთან, მოძრაობის წევრები და იქ მყოფი პირები აცხადებენ, რომ არ ემორჩილებიან საქართველოს მთავრობის მეირ დაწესებულ შეზღუდვას 22:00 საათიდან გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ პარლამენტთან აქციაზე ერთი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციელის დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფისთვის.