ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე პოლიციელის დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფისთვის ერთი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 
ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე პოლიციელის დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფისთვის ერთი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 

ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე ერთი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციელის დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფისთვის – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სირაძის ინფორმაციით, ლექსო მაჭავარიანმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„რაც შეეხება ბატონ მაჭავარიანს, პირადად მე განვუმარტე მას აღნიშნული არაერთხელ, განვუმარტე, რომ დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვანას. მან საჯაროდ განაცხადა, რომ არ დაემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და ასევე, შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა ჩვენი მისამართით. შესაბამისად, დაკავებულია ადმინისტრაციული წესით“, – განაცხადა სირაძემ.