პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ორივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

აღნიშნული პირები პარლამენტთან აქციის დროს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მხრიდან კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქციას „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მხარდამჭერებთან ერთად მართავდნენ. აქციის მონაწილეები აბაშიძე-კარასინის ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრას აპროტესტებდნენ. მათ პარლამენტთან საბჭოთა სიმბოლიკის ნახატის გაკეთება სცადეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ ორი პირი დააკავა.