პარლამენტთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია ორი პირი
პარლამენტთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია ორი პირი

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მხარდამჭერებთან ერთად მართავენ, დაპირისპირება მოხდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაპირისპირების დროს პოლიციამ ორი პირი დააკავა.

მანამდე, აქციის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იყვნენ, სადაც აბაშიძე-კარასინის ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრა გააპროტესტეს და სამინისტროს შესასვლელის წინ საბჭოთა სიმბოლიკა დახატეს.

ანალოგიური ნახატის გაკეთება მათ პარლამენტთანაც სცადეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ ორი პირი დააკავა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე პირი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის მხრიდან კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი