პარლამენტთან აქციაზე 2007 წლის 7 ნოემბერი გაიხსენეს [ფოტო]
პარლამენტთან აქციაზე 2007 წლის 7 ნოემბერი გაიხსენეს [ფოტო]

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილებმა 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს. აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძეა (უცნობი).

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ორგანიზატორებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. გია გაჩეჩილაძე გამოვიდა ინიციატივით, 7 ნოემბერი ღირსების დღედ გამოცხადდეს.

აქციის დაწყებამდე პარლამენტის წინ, მონიტორზე 14 წლის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული კადრები აჩვენეს.

პარლამენტის შენობის წინ მობილიზებული იყო პოლიცია.