პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების უფლება იანვრამდე უხანგრძლივდება
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების უფლება იანვრამდე უხანგრძლივდება

პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით უყარა კენჭი.

პროექტს მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ერთმა.

რიგგარეშე სხდომას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ისინი პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებენ.

პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მაისში დაამტკიცა, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება 15 ივლისამდე შეეძლო.