პარლამენტმა ამ დროისთვის იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა
პარლამენტმა ამ დროისთვის იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვეს ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი).

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები.

საერთო ჯამში, კენჭი უნდა ეყაროს 29 კანდიდატურას. ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა, რის გამოც კენჭისყრები შეწყდა და ტექნიკური შესვენების შემდეგ გაგრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ოპოზიციის მოქმედება, ჩააგდოს კანდიდატები, საბოტაჟია.

ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ვაკანტური ადგილია დარჩენილი.