პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „გირჩის სამეფოს მეფის“, ჰერმან საბოს სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტია „გირჩის“ წევრის, ჰერმან საბოს სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე მიმართვას მხარი დაუჭირა.
როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, ჰერმან საბო ზურაბ ჯაფარიძეს შეცვლის. ქადაგიშვილის თქმით, ჰერმან საბოს სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოხდება.
ზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილებაზე თავად თქვა უარი, მას პარლამენტმა უფლებამოსილება 16 ნოემბერს შეუწყვიტა.
ჰერმან საბოს პარტიაში „გირჩის სამეფოს მეფის“ სტატუსი აქვს.