ჰერმან საბო - „გირჩის“ ლაშქარს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეფე უნდა გაუძღვეს
მსოფლიო ისტორიაში ალბათ არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელიც მომდევნო არჩევნების წინ იტყოდა, რომ ეს მნიშვნელოვანი არჩევნები არ არის, – ამის შესახებ „გირჩის სამეფოს“ მეფემ, ჰერმან საბომ განაცხადა.
მისივე თქმით, „გირჩის“ თვითმმართველობის არჩევნებზე ორი ფუნქცია აქვს შესასრულებელი – „გირჩის“ შენარჩუნებისა და პროგრესის ფუნქცია.
ამასთან, როგორც ჰერმან საბომ აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებზე „გირჩს“ კანდიდატები მხოლოდ საკრებულოში ეყოლება.
„შენარჩუნებაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ 2020 არჩევნების შემდეგ „გირჩი“ გაიყო და ძალიან არასასიამოვნოა ხოლმე, გარშემომყოფები რომ მეუბნებიან, ის ადგილები, რომელიც პარლამენტში თქვენ დაიკავეთჯაფარას რეიტინგით არის ან თქვენ არ გეკუთვნოდათო. რა თქმა უნდა, ბოლო კვლევები გვიჩვენებს, რომ ეს ასე არ არის და პროგრესი სახეზეა, რეიტინგი არ დაგვიკარგავს. პროგრამა მინიმუმი ამ არჩევნებზე იქნება საპარლამენტო არჩევნების შედეგის გამეორება. „გირჩს“ კარგი იდეები აქვს, მაგრამ ხშირად ვერ ხორციელდება, რადგან ადამიანებს იმის განცდა არ აქვთ, რომ ამას სერიოზულად ვამბობთ და ბოლომდე მივყვებით. „გირჩის“ სამეფოს ყველა სტრუქტურაში შეჟონვა და ექსპანსია არის ჩვენი მეორე მიზანი ამ არჩევნებზე. ვინ თუ არა „გირჩის“ მეფე უნდა გაუძღვეს „გირჩის“ ლაშქარს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. პირადად მე „გირჩის“ ამომრჩევლები უნდა დავარწმუნო, რომ ვიმსახურებ პირველ ადგილს და დარწმუნებული ვარ, მოვახერხებ მათ დარწმუნებას და ვეცდები, ლოკომოტივის როლი შევასრულო, როგორც ამ ბატონების მერე ყველაზე ცნობილმა „გირჩელმა“. კანდიდატები არ გვეყოლება მაჟორიტარულ და მერების ნაწილში, საკრებულოების ნაწილში გვეყოლება“, – განაცხადა ჰერმან საბომ.