პარლამენტის პრესსამსახური არჩილ თალაკვაძესა და ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

09:15, 25.03.2020

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური არჩილ თალაკვაძესა და ამერიკელ კონგერსმენ ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენთან COVID19-თან დაკავშირებული ვითარება და ღონისძიებები, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა და ეკონომიკის სტაბილიზაციისა და აღდგენის მიმართულებით შესაძლო ნაბიჯები განიხილა.

„ადამ კინზინგერმა, რომელიც აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პირველივე ეტაპზე სწორი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

არჩილ თალაკვაძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

მსგავსი