ადამ კინზინგერი არჩილ თალაკვაძეს ტელეფონით ესაუბრა
ამერიკელი კონგერსმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ტელეფონით ესაუბრა.
კონგრესმენმა ამის შესახებ მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
„შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა არჩილ თალაკვაძესთან საქართველოზე, მათ ბრძოლაზე „კოვიდ- 19-ის“ წინააღმდეგ და ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენ ყველანი აღმოვჩნდებით.
ჩვენი მეგობრობა და კავშირი ძლიერია, როგორც ყოველთვის“, – განაცხადა კონგრესმენმა მიკრობლოგის პირად გვერდზე.
Great phone call with @A_Talakvadze about #Georgia and their fight against #covid19 as well as economic challenges we will all face. Our friendship and bond remains as strong as ever. pic.twitter.com/3HQZkhflLE
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) March 24, 2020