პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირების გამო შესვენება გამოცხადდა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირების გამო ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
შესვენების გამოცხადების მიზეზად დეპუტატებსა და ლგბტ აქტივისტებს შორის დაპირისპირება იქცა.
ლგბტ აქტივისტებმა სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის გადაყენება მოითხოვეს.
სოფო კილაძემ მათ განუმარტა, რომ კონსტიტუციით ადამიანის უფლებები ქვეყანაში დაცულია.
დეპუტატებმა აქტივისტებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს, თუმცა რადგანაც ეს მოხერხდა, ტექნიკური შესვენების გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღეს.
აქტივისტების შეფასებით, სოფო კილაძე ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებს არ იცავს, რის გამოც მან თანამდებობა უნდა დატოვოს.