პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავს
პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავს

პარლამენტში დღეს პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც კანონმდებლები მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ. სხდომა 10:00 საათზე დაიწყება.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მოისმენენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მოხსენებას, რეგლამენტით დადგენილი წესით იქნება კომიტეტების, ფრაქციების და დეპუტატების გამოსვლები და ამის შემდეგ, პარლამენტი კენჭს უყრის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

როგორც ცნობილია, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციების წევრები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასწრებას არ გეგმავენ.