„ევროპული საქართველოს“ წევრები ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე დასწრებას არ გეგმავენ

18:39, 07.09.2019

„ევროპული საქართველოს“ ფრაქციების წევრები პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე დასწრებას არ გეგმავენ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ამის თაობაზე ბიუროს საპარლამენტო ფრაქციებმა  – „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო – რეგიონების“ მიმართვა მიმართეს.

„საპარლამენტო ფრაქციების „ევროპული საქართველო”, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის” და „ევროპული საქართველო-რეგიონების” მომართვა გვაქვს, სადაც ისინი 2019 წლის 8 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე ფრაქციის წევრების დასწრებაზე უარს აცხადებენ, შესაბამისად გთხოვთ, მივიღოთ ცნობად ეს საკითხი“, – განაცხადა სხდომაზე თალაკვაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მსგავსი მიმართვა მიიღო ბიურომ დეპუტატ რამაზ ნიკოლაიშვილისგან და 8 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე დასწრებას არც ის გეგმავს.

პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ.

მსგავსი