„პარკ დე პრენსზე“ დაზიანეული მოედანის საფარის გამო ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩს პსჟ „რენთან“ სტუმრად ჩაატარებს #1TVSPORT

14:32, 20.08.2026

საფრანგეთის ჩემპიონატის, ლიგა 1-ის პირველ ტურში პსჟ-სა და „რენის“ მატჩის ჩატარების ადგილი შეიცვალა.

შეხვედრა პარიზში, „პარკ დე პრენსზე“ უნდა გამართულიყო, თუმცა ძლიერმა სიცხეებმა მოედნის საფარი იმდენად დააზიანა, რომ იქ მატჩის გამართვა გამოირიცხა. ამის გამო გადაწყდა, რომ გუნდებმა როლები გაცვალონ – პირველი მატჩი რენში, „როაზონ პარკზე“ გაიმართება, სადაც „რენი“ იქნება მასპინძელი, ხოლო მეორე წრის შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება.

საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ (LFP) და პსჟ-მ ერთობლივად შეისწავლეს სტადიონის მდგომარეობა. დასკვნის თანახმად, გაზონის ამჟამინდელი პირობები ვერ უზრუნველყოფდა თამაშის სათანადო სტანდარტებით ჩატარებას და რისკს უქმნიდა ფეხბურთელების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

მოედნის საფარს უმოკლეს ვადებში სრულად შეცვლიან. ამის წყალობით, 4 სექტემბერს დაგეგმილი ლიგა 1-ის მესამე ტურის მატჩისთვის, რომელშიც პსჟ „მონაკოს“ დაუპირისპირდება, „პარკ დე პრენსი“ თამაშის მისაღებად სრულ მზადყოფნაში იქნება.

„რენისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ შეხვედრა 23 აგვისტოს არის დაგეგმილი.

მსგავსი