„ტოტენჰემი“ „მანჩესტერ სიტის“ ორი თავდამსხმელის შეძენასთან ახლოს არის #1TVSPORT
„ტოტენჰემი“ „მანჩესტერ სიტის“ ორი თავდამსხმელის, სავინიოსა და ომარ მარმუშის შეძენასთან ახლოს არის, – ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემის, The Athletic-ის ჟურნალისტი დევიდ ორშტეინი ავრცელებს.
სავინიოს გადაბირებაზე ლონდონური კლუბი, უკვე რამდენიმე კვირაა, აქტიურად მუშაობს. რაც შეეხება ეგვიპტელ მარმუშს, ის „ტოტენჰემის“ მწვრთნელის, რობერტო დე ძერბის სიმპათიით სარგებლობს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა და რეალურია, რომ ორივე გარიგება მომდევნო დღეებში ოფიციალურად დადასტურდეს.
„ტოტენჰემმა“ მიმდინარე ზაფხულში უკვე დაიმატა: მეკარე მარტინ დუბრავკა, მცველები – ენდი რობერტსონი, მარკოს სენესი, იან პოლ ვან ჰეკე, ნახევარმცველები – სანდრო ტონალი და მატეუშ ფერნანდეში. ახლა კლუბის მიზანი კვალიფიციური თავდამსხმელების შეძენაა.
🚨 Tottenham Hotspur working on double deal to sign Savinho & Omar Marmoush from Manchester City. #THFC aiming to land both 22yo Brazil winger + 27yo Egypt forward as key targets to strengthen attack – not done but talks with #MCFC advancing @TheAthleticFC https://t.co/qeVeKoKzhG
— David Ornstein (@David_Ornstein) August 19, 2026