„ინტერმა“ „ლივერპულთან“ კერტის ჯონსის ტრანსფერზე მოილაპარაკა #1TVSPORT
მილანის „ინტერმა“ შეთანხმებას მიაღწია „ლივერპულის“ ცენტრალური ნახევარმცველის, კერტის ჯონსის ტრანსფერზე, – დაწერა სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.
გარიგების ღირებულებამ 35 მილიონი ევრო შეადგინა. 25 წლის ფეხბურთელი უახლოეს ხანში გაივლის სამედიცინო შემოწმებას კონტრაქტის გასაფორმებლად.
ჯონსი „ლივერპულის“ აღზრდილია. მან კლუბში 228 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 25 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.