პარიზთან ახლოს, ქალაქ ვერსალში ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
პარიზთან ახლოს, ქალაქ ვერსალში ხანძრის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის დედაქალაქის დასავლეთ შემოგარენში არსებულ ქალაქში, ერთ-ერთ ავტოსადგომზე ცეცხლი გაჩნდა.
ადგილზე 80-მდე მეტი მეხანძრე არის მობილიზებული. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მოსახლეობის ევაკუაცია ცეცხლის გავრცელების რისკის გამო გახდა საჭირო. ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.