პარიზში პოლიციის სპეცოპერაცია მიმდინარეობს

12:47, 21.03.2019

საფრანგეთის დედაქალაქში პოლიციის სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას პოლიცია მიკრობლოგ ტვიტერის საშუალებით ავრცელებს.

„ამ წუთებში გამბეტის ქუჩაზე პოლიციისა და სამაშველო ჯგუფების სპეცოპერაცია მიმდინარეობს“, – წერია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზი.

მსგავსი