პარიზში პოლიციის განყოფილებაზე მომხდარ თავდასხმას საფრანგეთის ანტიტერორისტული პროკურატურა გამოიძიებს
პარიზში პოლიციის განყოფილებაზე მომხდარ თავდასხმას საფრანგეთის ანტიტერორისტული პროკურატურა გამოიძიებს

პარიზში პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაზე მომხდარ თავდასხმას საფრანგეთის ანტიტერორისტული პროკურატურა გამოიძიებს. აქამდე საქმეს საფრანგეთის პროკურატურა იძიებდა.

დანით შეიარაღებული 45 წლის მამაკაცი პრეფექტურაში პოლიციის თანამშრომლებს დაესხა თავს. პოლიციელებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ადრე პოლიციის თანამშრომელი იყო. სამართალდამცველების ცნობით, თავდასხმის მიზეზი შესაძლოა, ყოფილ უფროსთან უთანხმოება ყოფილიყო, თუმცა ძალოვან უწყებაში არც ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ.