„როიტერის“ ინფორმაციით, პარიზში დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციის ოფიცრებს თავს დაესხა

16:05, 03.10.2019

პარიზში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციის ოფიცრებს თავს დაესხა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლიციელმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ კიდევ რამდენიმე პოლიციელს.

ინციდენტის შემდეგ, პოლიციელებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს. პარიზის პოლიციის პრესსპიკერი კომენტარზე უარს აცხადებს.

მსგავსი