პარიზში მეხანძრეებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს
პარიზში მეხანძრეებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს

პარიზში ათასობით მეხანძრემ დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.

მეხანძრეებმა შრომის მძიმე პირობები გააპროტესტეს და ხელფასების გაზრდა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით მოაწყეს. საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად დედაქალაქში მეხანძრეები საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდნენ.

​აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ ანალოგიური დემონსტრაცია პარიზში პოლიციელებმაც გამართეს.