საფრანგეთში პოლიციელებმა „განრისხებულთა მარში“ გამართეს
საფრანგეთში პოლიციელებმა „განრისხებულთა მარში“ გამართეს

საფრანგეთში პოლიციელებმა „განრისხებულთა მარში“ გამართეს.

აქციაში ათასობით სამართალდამცველი მონაწილეობდა. მომიტინგეები პოლიციელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდა და სამართალდამცავების წინააღმდეგ ძალადობას აპროტესტებდა.

მომიტინგეებმა პარიზის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს. როგორც დემონსტრანტების ნაწილი ამტკიცებს, პოლიციის მიმართ ძალადობის პროვოცირებას ყვითელჟილეტიანების აქციები იწვევს.

ამასთან ერთად, საგანგაშოდ არის გაზრდილი პოლიციელთა თვითმკვლელობის შემთხვევები. მხოლოდ 2019 წელს საფრანგეთში 52 პოლიციელმა მოიკლა თავი.

პოლიციელების უკმაყოფილებას იწვევს საპენსიო რეფორმაც, რომლის პრეზენტაციასაც უახლოეს დღეებში ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გეგმავს.

დატოვე კომენტარი