პარიზში მამაკაცი ქუჩაში გამვლელ ადამიანებს ცივი იარაღით დაესხა თავს, დაშავებულია სამი ქალი

20:05, 27.07.2026

პარიზის ჩრდილო-დასავლეთით გარეუბანში მამაკაცი ქუჩაში გამვლელ ქალებს ცივი იარაღით დაესხა თავს. შემთხვევის შედეგად, დაშავებულია 19, 24 და 36 წლის ასაკის სამი ქალი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული ფეხმძიმედაა. თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. ის სამართალდამცველემა გააუვნებელყვეს.

თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

პოლიციას მომხდარისთვის ჯერჯერობით ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია.

მსგავსი