პარიზში, საცხოვრებელ სახლში, ხანძარს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 28-ს აღემატება. დაშავებულთა შორის სამი მეხანძრეა.
ხანძარი საფრანგეთის დედაქალაქის მე-16 რაიონში, რვასართულიან შენობაში, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაჩნდა. ცეცხლი შენობის მეშვიდე და მერვე სართულებზე გავრცელდა. ადგილობრივი მცხოვრებლები თავის გადარჩენის მიზნით სახურავზე ავიდნენ.
ცეცხლს ამ დრომდე აქრობენ და ადგილზე მობილიზებულია 200-მდე მეხანძრე. მათ მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ხალხი ევაკუირებულია მიმდებარე შენობებიდანაც. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
პარიზის მე-16 რაიონი ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს.