პარიზის მასტერსი ბასილაშვილის გარეშე გრძელდება
პარიზის მასტერსი ბასილაშვილის გარეშე გრძელდება

დღეს, პარიზის მასტერსზე, რომელსაც გუშინ ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოეთიშა, საინტერესო მატჩები გაიმართება. საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირზე მერვედფინალისტები უკვე გამოვლინდნენ. დღევანდელი რვა მატჩიდან, რამოდენიმე მათგანი განსაკუთრებით საინტერესოა.

პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ესპანელმა რაფაელ ნადალმა, ტრავმის გამო, ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ლაივრეიტინგში პირველი ადგილი, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუთმო. თავის მხრივ ჯოკოვიჩი, რეიტინგს სათავეში, 2016 წლის შემდეგ პირველად ჩაუდგება. ნოვაკი დღეს ბოსნია ჰერცოგოვინის წარმომადგენელს დამირ ძუმპურს დაუპირისპირდება, რომელიც სერბს აქამდე არასდროს შეხვედრია.

საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს დღევანდელი შეხვედრა, შვეიცარიელ როჯერ ფედერერსა და იტალიელ ფაბიო ფონინის შორის.ისინი სამჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ანგარიში  როჯერის სასარგებლოდ 3:0-ია. იტალიელი, არაპროგნოზირებადი ჩოგბურთელია, ის მსოფლიოს მე-14 ჩოგანია და შეუძლია  ლეგენდარულ შვეიცარიელ ჩოგბურთელს, რომელიც რეიტინგში მესამე პოზიციაზეა, მედგარი წინააღმდეგობა გაუწიოს.

დანარჩენი მერვედფინალური წყვილები ასეთია:

მ.ჩილიჩი-გ.დიმიტროვი

კ.ანდერსონი-კ.ნიშიკორი

ბ.გორიჩი-დ.ტიემი

კ.ხაჩანოვი-ჯ.ისნერი

ა.ზვერევი-დ.შვარცმანი

მ.ჯაზირი-ჯ.სოკი