პარიზის „გრანდ სლემი“ - 66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი ფინალშია [ვიდეო]
პარიზში მიმდინარე ძიუდოს „გრანდ სლემზე“ ნახევარფინალური შეხვედრები დაიწყო, სადაც 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ისრაელის წარმომადგენელ, ბურუხ შამილოვს დაუპირისპირდა.
ვაჟა შეხვედრის პირველსავე წუთზე ვაზა-არით დაწინაურდა. ამის შემდეგ შამილოვმა ჯერ შიდო მიიღო, ცოტა ხანში კი გდება შეასრულა და ანგარიში გათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. „ოქროს იპონი“ მარგველაშვილმა 25 წამში შეასრულა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მოლდოველი დენის ვიერუ იქნება, რომელმაც ნახევარფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე ტიტულოვანი ძიუდოისტი, გიორგი ზანთარაია დაამარცხა. ფინალური ბლოკი 20:00-იდან დაიწყება.
შეგახსნებეთ, რომ ასევე ნახევარფინალშია თეიმურაზ ნოზაძეც (60 კგ.), რომელიც სამგზის მსოფლიოს ჩემპიონ იაპონელს, ნაოჰისა ტაკატოს დაუპირისპირდება, რაც შეეხება ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ.) ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს და რეპეშაჟში, სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანს შეხვდება.