პარიზის „გრანდ სლემი“ - 60 კგ. თეიმურაზ ნოზაძეც ნახევარფინალშია [ვიდეო]
პარიზში მიმდინარე წლის პირველ „გრანდ სლემზე“, ნოდარ მეტრეველის გუნდიდან ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ.) შემდეგ, ნახევარფინალის საგზური თეიმურაზ ნოზაძემაც (60 კგ.) მოიპოვა.
ქართველი ფალავანის მეტოქე მეოთხედფინალში ეკვადორელი, ლენინ პრესიადო იყო. ორთაბრძოლა სანახაობრივი გამოდგა და ძიუდოისტებმა დებიუტში თითო ვაზა-არი გაცვალეს. სტარტიდან ორ წუთსა და ცხრა წამში კი თეიმურაზმა კიდევ ერთი ვაზა-არი შეასრულა და გამარჯვებაც ვადამდე იზეიმა. ფინალში გადასასვლელად ნოზაძეს სერიოზული გამოცდა ელის. ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე მსოფლოს მოქმედი ჩემპიონი იაპონელი, ნაოჰისა ტაკატო იქნება.
შეგახსნებთ, რომ მედლებისთის ბრძოლას დღეს კიდევ ერთი ქართველი, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) აგრძელებს, რომელიც რეპეშაჟში სომხეთის ნაკრების წევრ, ფერდინანდ კარაპეტიანს დაუპირისპირდება.