„პარი სენ-ჟერმენმა“ ზიონ სუძუკის ტრანსფერის თაობაზე „პარმასთან“ შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT

16:48, 11.08.2026

ზიონი სუძუკი „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე გახდება, – ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ დაადასტურა.

რომანოს ცნობით, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „პარმას“ შორის შეთანხმება შედგა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იაპონელი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდის.

გავრცელებული ცნობით, პარიზულ კლუბს სურს, 23 წლის მეკარეს მუდმივი სათამაშო დრო ჰქონდეს და ერთი სეზონით მის იჯარით გასხვისებას განიხილავს. ყველაზე აქტიურად სუძუკის ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

ზიონ სუძუკი კარიერას „ურავა რედ დაიმონდში“ იწყებდა, „პარმას“ წევრი კი 2024 წელს გახდა. ის იაპონიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

მსგავსი