„პარი სენ-ჟერმენმა“ შეიძლება გალტიე დაითხოვოს, მის შემცვლელად ტუხელი მოიაზრება #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ შეიძლება გალტიე დაითხოვოს, მის შემცვლელად ტუხელი მოიაზრება #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი ხუთშაბათს შეხვედრას გამართავს კლუბის ხელმძღვანელობასთან, რათა გადაწყვიტოს მთავარი მწვრთნელის, კრისტოფ გალტიეს ბედი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გავარდნის შემდეგ. პსჟ-მ ორი მატჩის ჯამში 0:3 წააგო მიუნხენის „ბაიერნთან“.

როგორც გამოცემა Relevo ამტკიცებს, ალ-ჰელაიფის ძალიან არ მოეწონა ის, რაც ორივე მატჩში მოედანზე იხილა. კლუბის პრეზიდენტი უკმაყოფილოა იმით, რომ პსჟ-მ ვერანაირი პრობლემა ვერ შეუქმნა მეტოქეს და ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა ორ შეხვედრაში. მოთამაშეების მონდომებამ და მწვრთნელის რამდენიმე გადაწყვეტილებამ ხელმძღვანელობაში კითხვის ნიშნები გააჩინა. მათ მიაჩნიათ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში რვაქულიანი ლიდერობა შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ გალტიემ პოსტი შეინარჩუნოს.

წყაროს ცნობით, თუ კლუბი გალტიეს გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი შემცვლელის სავარაუდო კანდიდატი თომას ტუხელი გახდება, რომელიც უკვე მუშაობდა „პარი სენ-ჟერმენში“.