პარი სენ-ჟერმენმა მონაკოსთან მატჩზე 500 მეხანძრე დაპატიჟა
პარი სენ-ჟერმენმა მონაკოსთან მატჩზე 500 მეხანძრე დაპატიჟა

21 აპრილს, პარი სენ-ჟერმენისა და მონაკოს მატჩში, ორივე გუნდის ფეხბურთელებს მაისურებზე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ექნებათ გამოსახული. გარდა ამისა, პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობამ მატჩზე მიიწვია 500 მეხანძრე, რომლებიც ნოტრ-დამში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ. ორ მათგანს მატჩის წინ ბურთის სიმბოლურად თამაშში შეყვანის უფლება მიეცემა.

ორშაბათს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში სერიოზული ხანძარი მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

პარი სენ-ჟერმენისა და მონაკოს მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მოგების შემთხვევაში, პარიზელები საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს გაინაღდებენ.