„პარი სენ-ჟერმენმა“ კლუბის თანამშრომლებს პრემია გადასცა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ კლუბის თანამშრომლებს პრემია გადასცა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, დააჯილდოვოს კლუბის პერსონალი, რომელსაც გუნდის მიღწევებში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, – ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

გავრცელბული ცნობით, გასული წლის 31 მაისს მიუნხენში გამართულ ფინალზე „ინტერის“ წინააღმდეგ, პსჟ-მა დაახლოებით 700 თანამშრომელი მიიწვია. კლუბმა მათ მგზავრობის ხარჯები სრულად დაუფარა და საშუალება მისცა, ისტორიული მატჩი სტადიონიდან ენახათ.

2025 წელს თითოეულმა თანამშრომელმა 4 500 ევროს პრემია მიიღო, ხოლო 2026 წლის მარტში დამატებით 640 ევრო დაერიცხათ. საბოლოოდ, ბონუსების საერთო ოდენობამ ერთ თანამშრომელზე 5 000 ევროს გადააჭარბა.

კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვიქტორიანო მელერომ აღნიშნა, რომ ეს წარმატება მთლიანად გუნდის შრომის შედეგია.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-მა გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ერთად, საერთო ჯამში 837 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო.