გიორგი მიქაუტაძემ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა – ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ძლიერი და კარგი ადამიანი ხარ #1TVSPORT

13:46, 03.11.2026

გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა, რომელმაც დოჰაში (კატარი) მუხლზე ოპერაცია ჩაიტარა – ვიდეო Canalplus-მა გაავრცელა.

„ვილიარეალისა“ და „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა თანამემამულე გაამხნევა და წარმატებები უსურვა.

„კვარა, ჩემო ძმაო, იმედი მაქვს, ოპერაცია და შემდგომი რეაბილიტაცია კარგად ჩაივლის. გჯეროდეს საკუთარი თავის, იყავი ძლიერი — ჩვენ, ყველა და მთელი საქართველო შენ გვერდით ვართ. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ძლიერი და კარგი ადამიანი ხარ. წარმატებები, მალე შევხვდებით, ძმაო, მიყვარხარ“, — თქვა მიქაუტაძემ.

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე 20 ოქტომბერს, „ბარსელონასთან“ გამართული მატჩის დროს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. ოპერაცია 27 ოქტომბერს დოჰაში, მსოფლიო დონის ორთოპედიულ და სპორტულ კლინიკა Aspetar-ში ჩაუტარდა.

უმძიმესი ტრავმის გამო საქართველოს ნაკრების კაპიტანი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს, სავარაუდოდ, სრულად გამოტოვებს.

მსგავსი