Opta-მ მსოფლიოს 100 საუკეთესო საფეხბურთო კლუბი დაასახელა – „არსენალი“ პირველია, პსჟ მეხუთე ადგილზეა #1TVSPORT
სპორტული სტატისტიკისა და ანალიტიკის კომპანიის, Opta-ს რეიტინგში, რომელიც მსოფლიოს 100 საუკეთესო საფეხბურთო კლუბს აერთიანებს, პირველ ადგილზე ლონდონის „არსენალია“.
რეიტინგის მიხედვით, მეორე პოზიციას მიუნხენის „ბაიერნი“ იკავებს, მესამეზე „მანჩესტერ სიტია“, ხოლო მეოთხეზე — „ბარსელონა“.
საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ მეხუთე პოზიციაზეა და მადრიდის „რეალსა“ და „ლივერპულს“ ასწრებს, რომლებიც, შესაბამისად, მეექვსე და მეშვიდე ადგილებზე არიან.
საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ „ბრაიტონი“, „ასტონ ვილა“ და მილანის „ინტერი“.
Opta-ს რეიტინგის საუკეთესო ათეული:
- „არსენალი“ (ინგლისი)
- „ბაიერნი“ (გერმანია)
- „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)
- „ბარსელონა“ (ესპანეთი)
- „პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი)
- „რეალი“ (ესპანეთი)
- „ლივერპული“ (ინგლისი)
- „ბრაიტონი“ (ინგლისი)
- „ასტონ ვილა“ (ინგლისი)
- „ინტერი“ (იტალია)
აღსანიშნავია, რომ „ჩელსი“ მე-11 ადგილზეა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ — 23-ზე, „იუვენტუსი“ — 38-ზე, ხოლო „ნაპოლი“ 42-ე პოზიციას იკავებს.
Opta-ს რეიტინგი კლუბების შედეგებისა და თამაშის ხარისხის ანალიზს ეფუძნება. შეფასებისას გათვალისწინებულია მეტოქეების სიძლიერე და მოსალოდნელი გოლების (xG) მაჩვენებელიც.