ქალთა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ოფისში 2027 წლის ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
„ჯვაროსნები“ C ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეები ლატვია, აზერბაიჯანი და ლიხტენშტაინი იქნებიან. C ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებული B ლიგაში პირდაპირ გადავა, ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი კი B ლიგის საგზურის მოპოვებას პლეიოფში შეეცდება.
ერთა ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩები 2027 წლის თებერვალ-მარტში, აპრილსა და ივნისში გაიმართება.