გიორგი კვერნაძის ტრანსფერით ინგლისის პრემიერლიგის კლუბიც დაინტერესდა #1TVSPORT

14:44, 03.11.2026

საქართველოს ნაკრებისა და „ფროზინონეს“ თავდამსხმელის, გიორგი კვერნაძის გადაბირებით ინგლისის პრემიერლიგის „ევერტონიც“ დაინტერესდა — ინფორმაციას ReadEverton-ი ავრცელებს.

„„ევერტონი“ „ფროზინონეს“ გარემარბის, გიორგი კვერნაძის ხელში ჩასაგდებად გამართულ ბრძოლას შეუერთდა. საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელს, რომელსაც „ნაპოლის“ ყოფილ მოთამაშეს, ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ, კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის შეძენით „რომა“ და „ნაპოლიც“ არიან დაინტერესებული“, — წერს გამოცემა.

23 წლის თავდამსხმელმა სერია A-ს მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო – 10 ტურში მის ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი