„პარი სენ-ჟერმენმა“ დრეზდენის „დინამო“ გაანადგურა, მბაპემ დუბლი შეასრულა
„პარი სენ-ჟერმენმა“ დრეზდენის „დინამო“ გაანადგურა, მბაპემ დუბლი შეასრულა

საფრანგეთის ჩემპიონმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 6:1 გაანადგურა დრეზდენის „დინამო“.

ფრანგების რიგებში დუბლი შეასრულა კილიან მბაპემ, თითოჯერ გაიტანეს იულიან დრაქსლერმა, არტურ ზაგრემ, ვირგილიუ პოსტოლაკიმ და ადილ აუშიშმა.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: არეოლა (46. ტრაპი), კურზავა (62. ნსოკი), მონიე (62. ჰემანი), ბერნატი (56. ბაკერი), კერერი (46. მბე სო), ერერა (62. იაპი), დრაქსლერი (46. ზაგრე), ვერატი (56. აუშიში), სარაბია (57. ტუფიკი), მბაპე (62. კუასი), ხესე (57. პოსტოლაკი).