„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი კორუფციაშია ეჭვმიტანილი
„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი კორუფციაშია ეჭვმიტანილი

საფრანგეთის მთავრობა ეჭვობს, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული, – წერს გაზეთი „მონდი“.

იტყობინებიან, რომ არაბმა ბიზნესმენმა 3.1 მილიონი ევრო გადაუხადა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მაშინდელ პრეზიდენტ ლამინ დიაკს იმისთვის, რომ მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში ჩატარებულიყო.

საბოლოოდ, ამ ქვეყანაში პლანეტის პირველობა 2019 წელს გაიმართება.

ალ-ჰელაიფის ადვოკატმა ფრენსის შპინზერამ უარყო ბრალდება.