პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტი - კილიან მბაპე გუნდში რჩება
პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტი - კილიან მბაპე გუნდში რჩება

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი აცხადებს, რომ კილიან მბაპე „200-პროცენტიანი ალბათობით“ გუნდში რჩება და მომავალ სეზონშიც პარიზში ითამაშებს.  20 წლის მბაპემ პროფესიული კარიერა „მონაკოში“ დაიწყო, 2018 წელს „პსჟ“-ში გადავიდა, წელს კი მას უკვე სხვა გუნდში გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა კლუბის პრეზიდენტი ამის კატეგორიული წინააღმდეგია.

„მე ამ „გიჟ“ ფეხბურთელს არსად გავუშვებ“, – ამბობს ალ-ხელაიფი. „მას სურს, რომ ურფო მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეს კლუბში და უფრო გაიზარდოს, მე კი ავუხსენი, რომ პასუხისმგებლობა თავად არ მოვა, თუ არ მიხვედი და ხელში არ აიღე. ის ძალიან ჭკვიანია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს მიხვდა. 100%-ით კი არა 200%-ით ვარ დარწმუნებული, რომ კილიან მბაპე მომავალ სეზონშიც ჩვენთან იქნება“.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ სეზონში პარიზელები საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ, თუმცა საფრანგეთის თასის ფინალში „რენთან“ დამარცხდნენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას.