„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ევროპული კლუბების ასოციაციის ხელმძღვანელად დაინიშნა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი ევროპული კლუბების (ECA) ასოციაციას უხელმძღვანელებს, – იუწყება ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი.
საფეხბურთო კლუბების ინტერესების დამცველ, საერთაშორისო, გავლენიან ორგანიზაციას 2017 წლიდან „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი მართავდა.
„დიდი პატივია, რომ ამ თანამდებობაზე ჩემმა კოლეგბმა ამირჩიეს, – განაცხადა ასოციაციის ახალდანიშნულმა პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ჰელაიფიმ. – ვაცხადებ, რომ ვიქნები ერთგული მთელი საფეხბურთო საზოგადოებისადმი.
ჩვენი თამაში, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს, მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით განვითარდება“, – ციტირებს ალ-ჰელაიფის სიტყვებს ევროპული კლუბების ასოციაციის ვებგვერდი.