„პარი სენ-ჟერმენი“ უსმან დემბელესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ უსმან დემბელესთან თანამშრომლობის ვადის გაგრძელებას აპირებს, – ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.
ამჟამად ფრანგ ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა პარიზელთა მიზანია, შეთანხმება კიდევ სამი წლით, 2031 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივონ. ახალი კონტრაქტის ფინანსური პირობები ჯერჯერობით უცნობია.
პსჟ, დემბელეს მსგავსად, ხვიჩა კვარაცხელიასთანაც მუშაობს კონტრაქტის 2031 წლამდე განახლებაზე – მოქმედი ხელშეკრულება ქართველს პარიზულ კლუბთან 2029 წლის ივნისის ჩათვლით აკავშირებს.
უსმან დემბელე პსჟ-ის რიგებში 2023 წელს ჩაირიცხა – 2025 და 2026 წლებში მან, გუნდთან ერთად, ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ის 2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულია.