„პარი სენ-ჟერმენი“ ტრაპის გაყიდვას არ აპირებს
„პარი სენ-ჟერმენი“ ტრაპის გაყიდვას არ აპირებს

ფრანგული საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ სპორტული დირექტორი ლეონარდო აცხადებს, რომ კლუბი მეკარე კევინ ტრაპის გაყიდვას არ აპირებს.

„29 წლის გერმანელზე ჩვენ შემოთავაზებები არ გვქონია“, – აცხადებს ბრაზილიელი, – „ჩვენ ჯერჯერობით ტრაპის გაყიდვას არ ვაპირებთ. ჩემთან თვითონ ფეხბურთელსაც წასვლაზე არაფერი უთქვამს. სიტუაცია ყველასთვის ნათელია: „პსჟ“-ს ორი მაღალი კლასის მეკარე ჰყავს“.