„პარი სენ-ჟერმენი“ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში
„პარი სენ-ჟერმენი“ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების პირველი ფინალისტი „პარი სენ-ჟერმენი“ გახდა, რომელმაც 3:0 გაანადგურა ნახევარფინალში „ლაიპციგი“.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ პარიზელთა ნახევარმცველი ანხელ დი მარია გახდა, რომელსაც ნახევარფინალში დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია. მან სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა: არგენტინელმა მე-13 და 56-ე წუთებზე, შესაბამისად, მარკინიოსსა და ხუან ბერნატს გაატანინა. ამ გოლებს შორის კი, 42 წუთზე თავად გაიტანა ნეიმარის შედეგიანი გადაცემით.

პსჟ ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მისი მეტოქე ოთხშაბათს გაირკვევა „ლიონისა“ და „ბაიერნის“ ნახევარფინალში.

 

ლაიპციგი-პსჟ 0:3

გოლები: 0:1 მარკინიოსი (13), 0:2 დი მარია (42), 0:3 ბერნატი (56)

ლაიპციგი: გულაში, მუკიელე, უპამეკანო, კლოსტერმანი (82. ორბანი), ანხელინო, კამპლი (64. ადამსი), ლაიმერი (62. ჰალშენბერგი), ზაბიტცერი, ოლმო (46. შიკი), ნკუნკუ (46. ფორსბერგი), პოულსენი.

პსჟ: რიკო, კერერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი, ერერა (83. ვერატი), მარკინიოსი, პარედესი (83. დრაქსლერი), დი მარია (87. სარაბია), ნეიმარი, მბაპე (86. შუპო მოტინგი).