„პარი სენ-ჟერმენი“ იკარდის „იუვენტუსში“ გაუშვებს, თუ სანაცვლოდ ორ ფეხბურთელს მიიღებს
„პარი სენ-ჟერმენი“ იკარდის „იუვენტუსში“ გაუშვებს, თუ სანაცვლოდ ორ ფეხბურთელს მიიღებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ უახლოესი სატანსფერო ფანჯრის დროს თავდამსხმელ მაურო იკარდის ტურინის „იუვენტუსის“ ორ ფეხბურთელში გაცვლის. ამ ინფორმაციას იტალიური „გაძეტა დელო სპორტი“ ავრცელებს.

იკარდი პარიზულ გუნდში იჯარის წესით თამაშობს, კონტარქტი კი მილანის „ინტერთან“ აკავშირებს, რომელიც არგენტინელის დატოვებით დაინტერესებული არ არის. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იკარდი იტალიაში დაბრუნებას გეგმავდა, რის გამოც, როგორც ჩანს, პარიზელებს მასთან დამშვიდობება მოუწევთ.

ამიტომ, ფრანგული გრანდის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ 70 მილიონ ევროდ იყიდის ფეხბურთელს „ინტერისგან“, რათა შემდეგ ის „იუვენტუსს“ მიჰყიდოს. სანაცვლოდ, „პსჟ“-ს ტურინელებისგან მირალემ პიანიჩი და ალექს სანდრო სურს.