„პარი სენ-ჟერმენი“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას 6 აგვისტოს დაიწყებს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას 6 აგვისტოს დაიწყებს #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის, საფრანგეთის ჩემპიონატისა და საფრანგეთის თასის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ 2025/2026 წლის სეზონისთვის მზადებას 6 აგვისტოს დაიწყებს.

ოთხშაბათს ფრანგული გრანდის ფეხბურთელები კლუბის საწვრთნელ კომპლექსში ფიზიკური მომზადების ტესტებს ჩააბარებენ, რის შემდეგაც სავარჯიშო პროცესში ჩაერთვებიან.

„პარი სენ-ჟერმენს“ სეზონში პირველი ტიტულის მოპოვების შანსი 13 აგვისტოს ექნება – ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის სტატუსით გუნდი უეფა-ს სუპერ თასისთვის ლონდონის „ტოტენჰემს“ შეხვდება, რომელმაც გასულ სეზონში ევროპის ლიგა მოიგო. მატჩი იტალიის ქალაქ უდინეში ჩატარდება.

საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 17 აგვისტოს სტუმრად „ნანტს“ დაუპირისპირდება.