ეროვნული ლიგა | „გაგრასთან“ მოგებით „იბერია“ ლიდერს დაეწია #1TVSPORT

22:36, 09.11.2026

თბილისის „იბერიამ“ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში „გაგრასთან“ დაძაბულ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა (1:0) და გათამაშების ლიდერს დაეწია.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მატჩის ბედი კი 84-ე წუთზე გადაწყდა. თბილისელების სწრაფი კონტრშეტევა მარჯვენა ფლანგზე სტივენ ენდემ განავითარა და საჯარიმოში ამირან ძაგანია მოძებნა, რომელმაც ახლოდან „გაგრას“ კარი აიღო.

ეროვნულ ლიგაში სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე „იბერიამ“ 59 ქულა დააგროვა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ გაუთანაბრდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზეა, „გაგრა“ (31) კი მე-9 პოზიციაზე დაქვეითდა და დარჩენილ შეხვედრებში ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს.

ეროვნული ლიგა
თ
გ
ფ
წ
ბშ
ქ
  • 1
    დინამო (ბათუმი) დინამო (ბათუმი)
    32
    17
    8
    7
    16
    59
  • 2
    იბერია 1999 (თბილისი) იბერია 1999 (თბილისი)
    32
    18
    5
    9
    13
    59
  • 3
    დინამო (თბილისი) დინამო (თბილისი)
    32
    16
    10
    6
    20
    58
  • 4
    რუსთავი რუსთავი
    32
    16
    8
    8
    12
    56
  • 5
    ტორპედო (ქუთაისი) ტორპედო (ქუთაისი)
    32
    11
    10
    11
    9
    43
  • 6
    დილა (გორი) დილა (გორი)
    32
    12
    4
    16
    0
    40
  • 7
    სამგურალი (წყალტუბო) სამგურალი (წყალტუბო)
    32
    11
    6
    15
    -14
    39
  • 8
    სპაერი (თბილისი) სპაერი (თბილისი)
    32
    6
    13
    13
    -10
    31
  • 9
    გაგრა გაგრა
    32
    6
    13
    13
    -18
    31
  • 10
    მეშახტე (ტყიბული) მეშახტე (ტყიბული)
    32
    3
    11
    18
    -28
    20

მსგავსი